ირაკლი კობახიძე დაანონსებულ აქციებზე: ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური. რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან და როდესაც არ უნდა შექმნან, მათ მხარეს საზოგადოების მხარდაჭერა ვერ იქნება

ირაკლი კობახიძე დაანონსებულ აქციებზე: ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური. რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან და როდესაც არ უნდა შექმნან, მათ მხარეს საზოგადოების მხარდაჭერა ვერ იქნება

ირაკლი კობახიძე ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ პერმანენტულ აქციებს გამოეხმაურა. ამ თემაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ეს არის ახალი ე.წ. ფანჩატური. რამდენი ფანჩატურიც არ უნდა შექმნან და როდესაც არ უნდა შექმნან, ბუნებრივია, ეს წარმატებული ვერ იქნება. ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ მხარეს ვერ იქნება საზოგადოების მხარდაჭერა, იმდენად დისკრედიტირებულია ეს ხალხი. საზოგადოებამ იცის, რომ ამ პოლიტიკურ ძალებს უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი. აქედან გამომდინარე, საზოგადოება მათ არასოდეს გაჰყვება, როგორი ფანჩატურებიც არ უნდა შექმნან“, - განაცხადა კობახიძემ.