დიმიტრი მედვედევი: 2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი

დიმიტრი მედვედევი: 2008 წელს დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა ორი თარიღი დაასახელა, რომელმაც, მისი მტკიცებით, მოსკოვისა და დასავლეთის ურთიერთობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

„ასეთად ორი თარიღი შეიძლება ჩაითვალოს: პირველი იყო 2008 წელს, როდესაც დასავლურმა სამყარომ მხარი დაუჭირა საქართველოს აგრესიას ოსი ხალხის წინააღმდეგ და ზეცამდე აამაღლა სულელი, ნარკომანი და ავანტიურისტი, რომელიც მოგვიანებით უარყო არა მხოლოდ საკუთარმა ქვეყანამ, არამედ უცხომაც, სადაც მხდალად გაიქცა. მეორე წერტილი 2014 წლის გაზაფხულია, როდესაც ყირიმის მოსახლეობამ ლეგალური რეფერენდუმის გზით გამოხატა თავისი ნება და სამუდამოდ დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში. დასავლურ სამყაროში ამან გამოიწვია გააფთრებული ისტერია“, - აღნიშნა მედვედევმა.

Aburjga Tasmanieli რაც ამ დეგენერატმა მედვედევმა რუსეთს ზიანი მიაყენა ამდენს პელსუცკის და ბანდერას რომ შეეკრათ კავშირი ის კავშირიც კი ვერ მიაყენებდა! პიროვნულად მაგაზე მეტი ზიანი მხოლოდ ელცინს აქვს მიყენებული!
2 წლის უკან