რევაზ კლდიაშვილი: კუბილიუსის ევროპაში არ მინდა, ვინ არიან ესენი?!

რევაზ კლდიაშვილი: კუბილიუსის ევროპაში არ მინდა, ვინ არიან ესენი?!

სამი ისტორიული პიესა მაქვს დაწერილი. ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია. მე საბჭოთა კავშირში ვარ გაზრდილი და რუსეთიდანაც ჩამოდიოდნენ ზუსტად ამათი იზომერები, არიგებდნენ ჭკუას და მიდიოდნენ. ახლა გამოჩნდნენ ეს ევროპელი პარლამენტარები და ზუსტად იგივე, თითქოს ანალოგები არიან ერთმანეთის, - ამის შესახებ დრამატურგმა, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა რევაზ კლდიაშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.

„ეს ალბათ იმპერიებისთვის არის დამახასიათებელი. ორი რუსეთიაო ვიტყოდით ხოლმე, ერთი კარგი რუსეთი, სადაც მეგობრები გვყავდა და ა.შ. და მეორე მთავრობა. ახლა ვიძახით ორი ევროპაა. იმ ევროპაში ჩემი კოლეგები არიან, მეგობრები არიან. მე იმ ევროპისკენ მივილტვი და იმათთან მივდივარ. კუბილიუსის ევროპაში არ მინდა, ვინ არიან ესენი?! გადასარევი სიტყვები აქვს გენერალი კვინიტაძის ქალიშვილს, ქალბატონ ნანუს „ჩვენ ცოცხლები ვართ და უნდა ვაცოცხლოთ საქართველო“, - განაცხადა რევაზ კლდიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli სააქმეც ის არის ბატონო დავით, რომ საითკენაც თქვენ მიისწრაფოდით არასდროს ყოფილა რეალური ევროპა. უბრალოდ თქვენ საოცნებო მხარე გჭირდებოდათ და იმას მოიაზრებდით ევროპას! არა და სნამდვილე არის სრულიდ განსხვავებული, დიდი ხანია ტყუილად კი არ დამკვიდრდა ცნობილი "ეპითეტი" - ბებერი მეძავი ევროპა! მე დავამატებდი, სულით დაცემულთა და მტარვალთა მშობელი და სავანე! მარტო ის ფაქტი რა ღირს, რომ სანამ არ დაიწყო ჯვაროსნული ლაშქრობები წმინდა მიწის "გასათავისუფლებლად", მანამ კოლექტიური აღმოსავლეთი არ ინობდა ადამიანის წამების იარაღებს! ევროპელებმა ქრისტეს სახელით შეიტანეს და წარმატებით დანერგეს. ბევრს აღარ გავაგრძელებ, ევროპა იყო და არის კუბილიუსი და პავილონისი, ფონ დერ ლაინენი და გებელსი, მარქსი და მარკუზეც ევროპელებია! )))
2 წლის უკან