გიორგი ვოლსკი: რამხელა უზნეო პარაზიტობა მიმდინარეობს უკრაინაში დაღვრილ სისხლზე

გიორგი ვოლსკი: რამხელა უზნეო პარაზიტობა მიმდინარეობს უკრაინაში დაღვრილ სისხლზე

არცერთი ჭკუათმყოფელი, გლობალური ვითარების შეფასებასთან ერთად თუ აანალიზებს საქართველოს მდგომარეობას, არავინ არ ამბობს, რომ საქართველომ არ გააკეთა ყველაფერი მის ხელთ არსებული, რაც შეეხებოდა უკრაინის მხარდაჭერას. თავსაც იმართლებენ, რომ არავის უთქვამ, საქართველოში მეორე ფრონტი გახსნასო. ყველა ამით იმართლებს თავს და ერთადერთი ვინც ამას ისევ იმეორებს, არის უკრაინის პოლიტიკური ისტიბლიშმენტის გარკვეული წარმომადგენლები და ჩვენი „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“- ში განაცხადა.

„ვითარება, რომელიც ახლა დაიხატა, რომ არავითარი შავი ხვრელი არ არსებობს და არავითარი სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭომ საკმაოდ პოზიტიური მოხსენება გამოაქვეყნა, ამან კიდევ გამოიწვია დამატებითი ფულადი რესურსების შეკრების აუცილებლობა, რომ იქნებ კიდევ რაღაც პიარული დარტყმები მიაყენონ ხელისუფლებას. რეალურად ის, რომ მილიონები იხარჯება პიარისთვის, რომ საქართველოს მიაყენონ სერიოზული ზარალი, ზარალია ის, რომ მას გარკვეულ დისკრედიტაციას უწევ ამ საგანგებოდ მძიმე მდგომარეობაში, რაც მსოფლიოში არსებობს, რა საკვირველია ეს არის შესამჩნევი. რამხელა უზნეო პარაზიტობა მიმდინარეობს უკრაინაში დაღვრილ სისხლზე. შესეულები არიან უკრაინის მდგომარეობას, ვითომ მათი მხარდაჭერისთვის აკეთებენ აქციას, ნახევარზე მეტი თუ არა ნახევარი უკრაინელები იყვნენ და არც უთარგმნიან იმ უნამუსო განცხადებებს, რაც იქ გაკეთდა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.