პირველად ისტორიაში - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

პირველად ისტორიაში - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს

დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა საქართველოს და ისლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის

ქართველი კალათბურთელები დამარცხდნენ 77:80, მაგრამ ზუსტად იმ ანგარიშით რომელზე მეტით წაგებითაც მსოფლიო ჩემპიონატზე ისლანდია ითამაშებდა.

უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში პირველი ნახევრის პირველი პერიოდი დასრულდა ფრედ - 19:19, მეორე პერიოდი და მეორე ნახევრის ორივე პერიოდი კი სტუმრებმა თითო-თითო ქულის სხვაობით მოიგეს და საბოლოოდ ტაბლოზე 77:80 (19:19, 23:24, 18:19, 17:18) დაფიქსირდა.

ამრიგად საქართველოს და ისლანდიის ნაკრებმა გუნდებმა შესარჩევ ეტაპი თანაბარი ქულებით დაასრულეს და მათ შორის უმჯობესი ვერც ურთიერთშეხვედრებმა ვერ გამოავლინა, რადგან  ისლანდიაში საქართველოს მატჩი სამი ქულით ჰქონდა მოგებული (88:85). დამატებითი მაჩვენებლებით მესამე ადგილი საქართველოს ნაკრებს მიეკუთვნა და იგი ჯგუფიდან ესპანეთთან და იტალიასთან ერთად გახდა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მფლობელი.

დღეს გამართული კიდევ ორი მატჩი ასე დასრულდაა:

უკრაინა - ნიდერლანდები 72:56(18:17, 16:14, 23:8, 15:17)
ესპანეთი - იტალია 68:72(16:13, 13:20, 15:19, 24:20)


ესპანეთი 10 8-2 823:703 18
იტალია 10 8-2 8 81:736 18
საქართველო 10 5-5 795-814 15
ის;ლანდია 10 5-5 786-842 15
უკრაინა 10 4-6 811-797 14
ნიდერლანდები 10 0-10 712-816 10

მსოფლიო ჩემპიონატი ფილიპინებში, იაპონიასა და ინდონეზიაში ჩატარდება 25 აგვისტოდან 10 სექტემბერის ჩათვლით. მასში მსოფლიო 32 საუკეთესო გუნდი მიიღებს მონაწილეობას.