იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ, გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე გადამაგდეს. გვკითხეს ქართველ ერს რა გვჭირდება და რა არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ - ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა , - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ერებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთს და ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს.
„დღეს სამწუხაროდ ხედავთ, რომ ყველგან ომია. ხომ უნდა გამოვფხიზლდეთ კაცობრიობა?! - სულ ორ ცუდს შორის ხომ არ უნდა ვირჩევდეთ, მეტად ბოროტს ნაკლებად ბოროტი ხომ არ სჯობს?! სიკეთე და ჭეშმარიტება ავირჩიოთ. იმას არ ვიტყვი, რომ სულ ჭეშმარიტებისკენ მივდივართ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის გარეთ ვის ვკითხო ჭეშმარიტება?! სისხლშია მსოფლიო გახვეული, მორალი, ზნეობა დაცემულია და ვინ ვის მეტად მოკლავს და გადაუვლის იმაზე ვართ გადასულები. ღმერთს არ ვეკითხებით უნდა კი ეს ომები?! ხომ დიდი ბოროტებაა ის, რაც უკრაინაში ხდება, როგორ შეიძლება ჩვენს სახლში ვიყოთ და ვინმე შემოგვივარდეს, ქართველებმა მაგის მეტი რა ვიცით, ჩვენ ხომ 100 ათასი მოწამის ერი ვართ.
დღევანდელ მსოფლიოში ყველა ყველასთან ცდება. საქართველოს ამბავი ავიღოთ: იმის გამო, რომ ვიღაცებს რაღაცებს არ ვუსმენთ გამოდიან ევროპარლამენტში და საქართველოს წინააღმდეგ იღებენ რაღაცას. სულ არ მაინტერესებს პოლიტიკური პარტიები, მე ვხედავ, რომ გამყიდეს, აგრესორ რუსეთზე, გადამაგდეს. გვკითხეს ქართველ ერს, რა გვჭირდება და რა - არა? შენ, რომ უგუნურ კანონს მიიღებ, უგუნური განზრახვა, რომ გექნება შემდეგ ჩვენგანაც წამოვა შესაბამისი რაღაც და შემდეგ აღარ უნდა გიკვირდეს, რომ ვიღაცები შეიძლება აგენტებად მონათლონ, ეს ხომ შენი უგუნური გადაწყვეტილების საპასუხო რეაქციაა. ცოდოები არ არიან, ვინც აგენტების ნუსხაში მოხვდებიან?! ეს ადამიანები არიან ძირითადად, ვინც გარეთ გადიან და სხვაგან ჩივიან - ძველად რუსეთში, რომ გვიჩიოდნენ, მანამდე ირანში, თურქეთში, მონღოლეთში და ა.შ. დაივიწყეს ქართველობა და იმ მონობიდან ვერ გამოვიდნენ, რაც მაშინ იყო. ჩვენი ერი მაინც თავისუფალ ერად დარჩა. დაპყრობილი ვიყავით ხშირად, მაგრამ ჩვენი ჭეშმარიტება ვერავინ ვერ გააქრო. ვუსურვებ ყველას, რომ ეგეთი უგუნური გადაწყვეტილება არ მიეღოთ, რადგან საპასუხოს მიიღებენ. ჩვენ გვინდა ისეთ საზოგადოებასთან ცხოვრება, რომელთანაც ლაპარაკი შეიძლება.
ერებმა პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს. ქართველებთან ბრძოლაში ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. ღმერთი ყოველთვის დაგვიფარავს. უგუნურებს ხან გონივრულად მოექცევი, ხან შეიძლება შენც უგუნური გახდე და უგუნურად მოექცე და არ გაუკვირდეთ“, - განაცხადა მეუფემ.