ბერლინში 50 ათასმა დემონსტრანტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტა და რუსეთთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდა

ბერლინში 50 ათასმა დემონსტრანტმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გააპროტესტა და რუსეთთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდა

ამის შესახებ ინფორმაციას „ბერლინერ ცაიტუნგი" ავრცელებს.

ბერლინში, ბრანდენბურგის კარიბჭესთან, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო აქციაში "მშვიდობა უკრაინაში".

პოლიციის ცნობით, აქციაში 13 000 კაცი მონაწილეობდა, „ბერლინერ ცაიტუნგი" კი წერს, რომ სწორია ორგანიზატორთა განცხადება დაახლოებით 50 ათასი დემონსტრანტის შესახებ.

აქციის მონაწილეები აპროტესტებდნენ გერმანიის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას და რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებდნენ.