სტოკჰოლმში, რუსეთის საელჩოს წინ, ვლადიმირ პუტინის თოჯინა დაწვეს

სტოკჰოლმში, რუსეთის საელჩოს წინ, ვლადიმირ პუტინის თოჯინა დაწვეს

ინფორმაციას ამის შესახებ შვედური პორტალი Dagens Nyheter avrcelebs ავრცელებს.

აღმოსავლეთ სლავური რელიგიური და ხალხური დღესასწაულის, „მასლენიცას" ბოლო დღეს სტოკჰოლმში მცხოვრებმა რუსებმა პუტინის თოჯინა დაწვეს.

დღესასწაული, რომელიც დღემდე აღინიშნება რუსეთში, ჩვენ ომის საწინააღმდეგო პროტესტად ვაქციეთ და პუტინს ცეცხლი წავუკიდეთ, - თქვა Dagens Nyheter-თან საუბარში სტოკჰოლმში რუსეთის საელჩოს წინ აქციის დაგეგმვის ორგანიზატორმა ალექსეი კარიჩმა, რომელიც უკვე ორი წელია, რაც შვედეთში ცხოვრობს.


„ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ჩვენი წინააღმდეგობა ომის მიმართ". აბრაზე დავწერეთ „ომის დამნაშავე",  აქცია კი ევროპაში დღეისათვის დაგეგმილი რამდენიმე აქციიდან  ერთ-ერთია. 

„არა მგონია, რომ ჩვენ მარტონი ვართ, ბევრ რუსს სურს გამოხატოს, რომ ომის წინააღმდეგია", - განუცხადა Dagens Nyheter-ს ალექსეი კარიჩმა.

„მასლენიცა" (ასე უწოდებენ აღმოსავლეთ სლავები ყველიერის დღესასწაულს) აღდგომამდე 7 კვირით ადრე იწყება და ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება. მის ბოლო ანუ დიდმარხვის დაწყების წინა დღეს, როგორც წესი, ჩალის თოჯინას წვავენ და ითვლება, რომ ამგვარად ხდება ძველის, გამხმარის განადგურება და ახალი, ნაყოფიერი ძალების დაბადების სტიმულირება.