გიორგი ამილახვარი ხატია დეკანოიძეზე: ეს კანონი არის პირდაპირ ამერიკული ანალოგის თარგმანი და როგორ მესიჯს ავრცელებს, რომ თითქოს პრორუსული თუ რუსული კანონის ვერსიაა

გიორგი ამილახვარი ხატია დეკანოიძეზე: ეს კანონი არის პირდაპირ ამერიკული ანალოგის თარგმანი და როგორ მესიჯს ავრცელებს, რომ თითქოს პრორუსული თუ რუსული კანონის ვერსიაა

ეს კანონი არის პირდაპირ ამერიკული ანალოგის თარგმანი და როგორ მესიჯს ავრცელებს, რომ თითქოს პრორუსული თუ რუსული კანონის ვერსიაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გიორგი ამილახვარმა „ქრონიკასთან“ ხატია დეკანოიძის ფეისბუქ-პოსტს შეფასებისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გაშიფრეს თავისი თავი, რომ პირველი - არაკომპეტენტურები არიან და როგორც ჩანს, საერთოდ არ წაუკითხავთ ეს კანონპოექტი და მეორე - იმის ნათელი მაგალითი, არაფრისგან როგორ ქმნიან ამბავს და შემდეგ ყველაზე მძიმე ბრალდებით წამლავენ როგორც საზოგადოებას, ისე ჩირქს ცხებენ ხელისუფლებას“, - განაცხადა ამილახვარმა.

რუსული, აგენტების შესახებ ახალი კანონი დაარეგისტრირეს ივანიშვილის დეპუტატებმა, - ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.