„ლელოს“ წევრის, დეპუტატ დავით უსუფაშვილის განცხადებით, მის პარტიას გუშინდელ აქციასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია, ამიტომ სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ საკუთარი პოზიციები გაახმოვანა.
„ლელოს“ რამეზე შეერთება რომ სურდეს, იქნებოდა ამ შეერთების ინიციატორი. გუშინ „ლელო“ იყო წარმოდგენილი კიევში, რადაში, უკრაინელ ხალხთან - უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირებით. ჩვენ არ ვყოფილვართ გუშინდელი აქციის ორგანიზატორები, არც სცენაზე გინახივართ. ვინც გამოვიდა, გაახმოვანა თავისი პოზიციები. ჩვენ გვაქვს საკუთარი გზა“, - აცხადებს უსუფაშვილი.
ოპოზიციის ერთ-ერთმა აქტიურმა მხარდამჭერმა, სამხედრო ექსპერტმა, აკია ბარბაქაძემ აქციაზე შეკრებილებს მიმართა და განაცხადა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ანტიკოლაბორაციონისტური საბჭო, ამ საბჭოში შევა ყველა და ორშაბათიდან ხელისუფლების დასასრულებლად აქციები დაიწყება.