შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ დავით კეზერაშვილს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც შესაბამისი ქვეყნების საელჩოების მხრიდან

შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ დავით კეზერაშვილს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც შესაბამისი ქვეყნების საელჩოების მხრიდან

ახლა ეს გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც ვხედავთ დავით კეზერაშვილს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ამიტომ, მე იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს კოჯორში განუცხადა.

„ვხედავთ, რომ ის კამპანია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაშია აგორებული საქართველოს წინააღმდეგ, საზღვარგარეთ არის ჯგუფები, რომლებიც ცდილობენ, რომ ძირი გამოუთხარონ საქართველოს რეპუტაციას საზღვარგარეთ, ძირი გამოუთხარონ პარტნიორობას საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის და ეს არის ნაწილი ამ პროპაგანდისტული ტალღების.

ნაციონალური მოძრაობის“ პროპაგანდისტების, იქნება ეს კეზერაშვილი, იაკობაშვილი თუ სხვები, მათი საიდუმლო შეხვედრის შესახებ, სადაც ისინი გეგმავენ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ, ახლა ეს გარკვეული დეჟავიუ არის, როდესაც ვხედავთ დავით კეზერაშვილს, ზუსტად ისეთივე დამნაშავეს, რომელიც თავისუფლად გადაადგილდება ევროპაში. ამიტომ მე იმედი მაქვს, ამას ექნება სათანადო შეფასებებიც. მათ შორის, შესაბამისი ქვეყნების საელჩოების მხრიდან, როდესაც მათ ქვეყანაში დამნაშავეები თავისუფლად გეგმავენ შეთქმულებას საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.