მინიატურული პიცები

მინიატურული პიცები

ინგრედიენტები

1 1/2  ჭიქა ფქვილი

150   მლ/ლ რძე

3   ს/კ მშრალი საფუარი

3   ს/კ მცენარეული ზეთი

250   გრამი ლორი

150   გრამი სოკო შამპინიონი

1   ცალი ბულგარული წიწაკა

1/2 თავი სასალათე ხახვი

250   გრამი ყველი მოცარელა

5   ს/კ ტომატის სოუსი

1/2  კონა მწვანილი

1   კბილი ნიორი

მარილი, წიწაკა გემოვნებით

მწიკვი შაქარი

მომზადებ

ცომი: თბილ რძეში გაალღვეთ საფუარი, გააჩერეთ 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ 2 ს/კ მცენარეული ზეთი, მწიკვი მარილი და ჩაყარეთ ფქვილი. მოზილეთ ელასტიური ცომი. გადააფარეთ პიცის ცომს სუფთა ტილო და ამოსასვლელად თბილ ადგილას დადგით.

სოუსი: ტომატის სოუსს/კეტჩუპს დაუმატეთ დაჭრილი მწვანილი, გატარებული ნიორი, დარჩენილი 1 ს/კ მცენარეული ზეთი, მარილი, წიწაკა და შაქარი, კარგად აურიეთ.

ზემოდან მოსაწყობად: ლორი, სოკო, წითელი ბულგარული წიწაკა და სასალათე ხახვი დაჭერით მცირე ზომის ნაჭრებად. მსხვილ სახეხზე გახეხეთ ყველი მოცარელა.

სამუშაო ზედაპირს მოაყარეთ ფქვილი. მოათავსეთ ცომი და გააბრტყელეთ. განიერი ლამბაქით გამოჭერით რგოლები, წაუსვით სოუსი, მოაწყვეთ წინასწარ გამზადებული ინგრედიენტები და მოაყარეთ გახეხილი ყველი.

აცხვეთ პიცები 200°C -ზე 10-12 წუთის განმავლობაში. გემრიელად მიირთვით!