ლორის, კარტოფილისა და სიმინდის წვნიანი

ლორის, კარტოფილისა და სიმინდის წვნიანი

ინგრედიენტები

2   ჭიქა მოხარშული ლორი

6   ნაჭერი შემწვარი ბეკონი

5 1/2  ს/კ კარაქი, გაყოფილი

1   თავი დაჭრილი საშუალო ხახვი

2   ცალი დაჭრილი სტაფილო

2   ცალი დაჭრილი ნიახურის ღერო

800   გრამი ქათმის ბულიონი

5   ცალი წითელი კარტოფილი

3/4  ჩ/კ ხმელი ორეგანო

1/4  ჩ/კ ხმელი ქონდარი

1   ცალი დაფნის ფოთოლი

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

1 1/2  ჭიქა სიმინდის მარცვლები

1/4  ჭიქა ფქვილი + 2 ს/კ

3   ჭიქა რძე

1/2  ჭიქა არაჟანი

მწვანე ხახვი მოსართავად

მომზადებ

საშუალო ტემპერატურაზე დიდ ქვაბში გაადნეთ 1 ½ ს/კ კარაქი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, სტაფილო, ნიახური და თუშეთ დარბილებამდე, დაახლოებით 4 წუთით. დაუმატეთ ქათმის ბულიონი, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი, ორეგანო, ქონდარი, დაფნის ფოთოლი და შეაზავეთ მარილითა და პილპილით.

აადუღეთ საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე, შემდეგ შეამცირე ტემპერატურა, დააფარეთ თავსახური და ხარშეთ კარტოფილის დარბილებამდე, დაახლოებით 17–20 წუთით, ურიეთ დროდადრო. შეურიეთ პატარა კუბიკებად დაჭრილი ლორი და სიმინდის მარცვლები.

საშუალო ტემპერატურაზე საშუალო ქვაბში გაადნეთ დარჩენილი 4 ს/კ კარაქი. დაუმატეთ ფქვილი, გააჩერეთ გაზქურაზე 1 ½ წუთით და მუდმივად ურიეთ. მორევისას ნელ–ნელა დაუმატეთ რძე და ურიეთ მუდმივად. შეაზავეთ მარილითა და პილპილით. აადუღეთ და ურიეთ რათა გასქელდეს. გადმოდგით გაზქურიდან და შეურიეთ არაჟანი. რძის ნაზავი დიდ ქვაბში დაჭრილ ინგრედიენტებს მოასხით. მიირთვით თბილი. მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი და შემწვარი და დაქუცმაცებული ბეკონი.