გურამ მაჭარაშვილი: თუ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ვერ დადის თავისუფლად, ეს არის მისი პრობლემა

გურამ მაჭარაშვილი: თუ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ვერ დადის თავისუფლად, ეს არის მისი პრობლემა

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ვერ დადის თავისუფლად, ეს არის მისი პრობლემა.

„ამ ადამიანმა ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაღალა ქვეყანა და საზოგადოება, და ახლა სამკურნალო დაწესებულებაში ყოფნით - მან და მისმა ოჯახმა, რას ჭამს, რას არ ჭამს და ა.შ. თუ სააკაშვილი ვერ ეგუება იმას, რომ ვერ დადის თავისუფლად, ეს არის მისი პრობლემა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

„ვივამედის“ ექიმებმა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმი გაახმოვანეს: ექსპრეზიდენტი ჭამას იმ შემთხვევაში დაიწყებს, თუ გარემოს შეიცვლის. სააკაშვილმა მკურნალობის პროცესს მკვლელობის სპეცოპერაცია უწოდა, რომლის მონაწილედ ის პარლამენტარებს, ჟურნალისტებსა და კლინიკას ასახელებს.