2 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს უწყვეტად ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთი ხანგრძლივობით არასდროს არ გვქონია საქართველოში, - ამის შესახებ ექსპერტმა, ოთარ ანგურიძემ „ქრონიკასთან“განაცხადა.
„ამ 2 წლის განმავლობაში ლარი განიცდის სტაბილურობას. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოქალაქეებზეც და ვხედავთ უკვე, რომ ფასების შემცირების ტენდენციაც დაწყებულია როგორც საწვავზე, ისე მედიკამენტებზე, თუცა მე მაინც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის ყველაზე დიდ მიღწევად აღვიქვამდი შუა დერეფნის პოლიტიკას, რომელიც სტრატეგიულად დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაშია, როგორც ძალიან დიდი მიღწევა და შედეგი, როგორც ეს გვაქვს მაგალითად ბაქო-ჯეიჰანის შემთხვევაში“, - განაცხადა ანგურიძემ.