ეს კაცი საინტერესო არ არის, მართლა საცოდავი კაცია - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს კაცი პოლიტიკურად აბსოლუტურად უინტერესოა. მას ერთი პროცენტიც აღარ აქვს რეიტინგი. გახარიას და „ნაციონალურ მოძრაობს“ ჰყავთ ერთი პატრონი - ამას ვამბობდით და ეს კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ. ამ ყველაფრის შედეგი იყო ის, რაც მან გააკეთა მათ შორის 20 ივნისს და რასაც აკეთებდა 2021 წელს.
გახარია გამოიყენებოდა როგორც ერთ-ერთი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო. მაშინ ის კოკაინს მოიხმარდა და ეს ფაქტორი ძალიან კარგად გამოვიყენეთ ჩვენ, მათ შორის იმისთვის, რომ მისი რეალური სახე გვეჩვენებინა. მაშინ იყო ის ფაქტორი და დღეს მასზე ლაპარაკი არ ღირს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.