ირაკლი კობახიძე: აშშ-ში FARA-ს კანონის საფუძველზე არაერთი ადამიანია დაჭერილი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის საერთოდ არავის დაჭერას არ ითვალისწინებს

ირაკლი კობახიძე: აშშ-ში FARA-ს კანონის საფუძველზე არაერთი ადამიანია დაჭერილი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის საერთოდ არავის დაჭერას არ ითვალისწინებს

1938 წელს კი არის მიღებული FARA-ს კანონი, მაგრამ ის მოქმედებს დღემდე და აქტიურად გამოიყენება. აშშ-ში არაერთი ადამიანია დაჭერილი ამ კანონის საფუძველზე. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, ის საერთოდ არავის დაჭერას არ ითვალისწინებს. ის ითვალისწინებს მხოლოდ გამჭვირვალობას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც საზოგადოებაში ავრცელებენ, არის ის, თითქოს ადამიანებზეც ვრცელდება ეს სტატუსი.

„არცერთი ადამიანი არ იწოდება ამ კანონპროექტის საფუძველზე უცხოეთის აგენტად. საქმე ეხება მხოლოდ ორგანიზაციებს - ვერცერთ ადამიანს, განსხვავებით ამერიკული კანონისგან, ამ კანონპროექტის საფუძველზე ვერ უწოდებ უცხოეთის აგენტს. ამერიკული კანონის მიხედვით, კონკრეტულ ადამიანებს ეწოდებათ უცხოეთის აგენტები, რაც არის ადამიანის უფლებების ძალიან უხეში დარღვევა და სრული კატასტროფა. რაც შეეხება ჩემს საქმიანობას, მე ვმუშაობდი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მათ შორის USAID-ში, გაეროს განვითარების პროგრამაში. ეს ორგანიზაციები ახორციელებდნენ ინტერვენციას კონკრეტულ სფეროებში. ეს ინტერვენცია, ჩემი ღრმა რწმენით, ემსახურებოდა კეთილშობილურ მიზნებს. მაგალითად, გაეროს განვითარების პროგრამა ახორციელებდა პროექტს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, რეგიონული განვითარების სფეროში. მე ვიყავი ამ პროექტების მენეჯერი და ჩვენ გვქონდა აბსოლუტურად კეთილშობილური მიზნები - დეცენტრალიზაციის რეფორმის განხორციელება და რეგიონების განვითარება. არანაირ შეზღუდვებზე არაა საუბარი. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, საიდან იღებენ დაფინანსებას არასამთავრობო ორგანიზაციები, ფონდები, საქველმოქმედო ორგანიზაციები. ამის შემდეგ საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას, რა დაიჯეროს“, - აცხადებს კობახიძე.

„ხალხის ძალა“ წარადგენს „უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ“ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც ამერიკული ვარიანტის ზუსტი ანალოგი იქნება. 21 თებერვალს, ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა

Aburjga Tasmanieli გირჩევთ ზუსტად გადმოწეროთ, ყველაფერი ზუსატადისევე როგორც ჩვნს "სტრატეგიულ" პარტნიორს აქვს! თუ უცხო ქვეყნის აგენტობა უნდათ მაშინ უნდა შეეგუონ უცხო ქვეყნის აგენტის სახელის ტარებას. ეს ხომ სიმართლე იქნება, ვერ გავიგე რატომ უნდა დაიმალოს?! თუ აგენტის სახელი მათ სამარცხვინოდ მიაჩნიათ ნუ აგენტობენ და ის იქნება?! ან კიდევ, ვერ გავიგე თუ აგენტობა დანაშაულია აშშ-ში საქართველოში რატომ არ უნდა ისჯებოდეს?! აივსო ქვეყანა უცხო ქვეყნების აგენტებით. მგონი ჩემს გარდა ყველა აგენტია?!
2 წლის უკან