სათვალავი ამერია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერამდენე ბოიკოტია და ბოიკოტის შეწყვეტის მერამდენე მცდელობაა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
„მაქვს ეჭვი, რომ ეს უკან დაბრუნება სავარაუდოდ ამზადებს მათ შემდეგ ნაბიჯებს, რომელიც შეიძლება საპარლამენტო მანდატების დატოვებაზე გადიოდეს“, - აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ამას ადასტურებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე მზად არის „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.
თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.