დიანა ტრაპაიძე წითლიძეს: თქვენ ძირითადად ბოიკოტში ხართ, საპარლამენტო მუშაობაში როდის ხართ, ის უფრო საინტერესოა

დიანა ტრაპაიძე წითლიძეს: თქვენ ძირითადად ბოიკოტში ხართ, საპარლამენტო მუშაობაში როდის ხართ, ის უფრო საინტერესოა

თქვენ ძირითადად ბოიკოტში ხართ ანა, საპარლამენტო მუშაობაში როდის ხართ, ის უფრო საინტერესოა - ამ სიტყვებით მიმართა ტელეწამყვანმა დიანა ტრაპაიძემ „ტვ პირველის“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ანა წითლიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ენმ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში იმყოფება.

„ვართ საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში,რაზედაც პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ საპარლამენტო ბოიკოტი, ყველა ევროპულ ქვეყანაში აპრობირებული მექანიზმი და მეთოდია. ევროპარლამენტარები გასულან საპარლამენტო ბოიკოტში და სესიისთვის გამოუცხადებიათ ბოიკოტი და მეორე სესიაზე დაბრუნებულან, ან რომელიმე საკითხში მიუღიათ მონაწილეობა. ამიტომ ჰქვია ამას საპარლამენტო ბოიკოტი, თორემ სხვანაირად ამას დაერქმეოდა პარლამენტიდან გამოსვლა"- აღნიშნა ანა წითლიძემ.