ვახტანგ კაპანაძე: პუტინის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ომის გაგრძელებას აპირებს - გაჭიანურებდა ომი? გაგრძელდება დახმარებებიც, რუსეთს გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ

ვახტანგ კაპანაძე: პუტინის გამოსვლაში იგრძნობოდა, რომ ომის გაგრძელებას აპირებს - გაჭიანურებდა ომი? გაგრძელდება დახმარებებიც, რუსეთს გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ

გენშტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, „ჯეოქეისის“ მკვლევარი, ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან 1 წლის თავზე გამოჩნდა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, ვერც ერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რომელიც ომის დაწყების წინ დაისახა.

როგორც კაპანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმი“ განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ქვეყნის ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამს და ძირითადად, შიდა აუდიტორიისთვის მიმართული "მესიჯები" ჰქონდა.

მისი შეფასებით, პუტინის გამოსვლით გამოჩნდა, რომ მზად არის, გაჭიანურებული ომი გააგრძელოს.

„რა უნდა შეეფასებინა? რომელი წარმატება უნდა აღენიშნა? კვლავ იგივე ნარატივი, რომ რუსეთი არის ალყაში შემორტყმული ციხე-სიმაგრე, რომელიც იცავს დასავლეთის გავლენისგან რუსეთს, ქრისტიანობას, ტრადიციებს. არაფერი მნიშვნელოვანი არ უთქვამს და არც ჰქონდა სათქმელი. ერთადერთი იგრძნობოდა, რომ ამ ომის გაგრძელებას აპირებს. მზად არის, გაჭიანურებული ომი გააგრძელოს. მის სურვილია ომი გააგრძელოს გარკვეული წარმატებით. მას არ უნდა, დამარცხებული მხედართმთავარი იყოს. შიდა აუდიტორიისთვის მიმართული "მესიჯები" იყო.

ომიდან 1 წლის თავზე გამოჩნდა, რომ რუსეთმა ვერ შეძლო, ვერცერთი სტრატეგიული მიზნის მიღწევა, რომელიც ომის დაწყების წინ დაისახა. რუსეთმა ვერ შეძლო, გააუმჯობესებინა თავისი გეოპოლიტიკური სტატუსი. ვერ შეძლო თავისი ტერიტორიებისგან ნატო დაეშორებინა, პირიქით მოხდა საპირისპირო. რუსეთმა ვერ შეძლო, თავის გარშემო კოალიციის ჩამოყალიბება“, - განაცხადა კაპანაძემ.

კითხვაზე, რას დაინახავდა აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლით მოსკოვი, კაპანაძე პასუხობს, რომ ეს იყო რუსეთისთვის იმის მანიშნებელი, რომ დასავლეთი უკრაინას არ მიატოვებს.

მისივე თქმით, უკრაინაში აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრაზე, მოლაპარაკებები კონკრეტულ საკითხებზე იქნებოდა.

„მინდა ტაში დავუკრა ორგანიზატორებს, ვინც ბაიდენის ვიზიტი კიევში განახორციელეს. ბაიდენის ვიზიტიდან, რასაც რუსეთი დაინახავდა თვითონ ბაიდენმა განაცხადა - კიევი დგას, უკრაინა დგას, დემოკრატია დგას, ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდზე. ეს იყო რუსეთისთვის იმის მანიშნებელი, რომ დასავლეთი უკრაინას არ მიატოვებს. გაჭიანურებდა ომი? გაჭიანურდება დახმარებებიც. რუსეთს გამარჯვების საშუალებას არ მისცემენ.

შეხვედრაზე მოლაპარაკებები იქნებოდა კონკრეტულ საკითხებზე. არსებობს ინსაიდერული ინფორმაცია იმაზეც, რომ ბაიდენმა უკრაინას მოთხოვნა კონტრშეტევისთვის მოემზადებინა ძალები და არ ჩაჰყოლოდა რუსეთს ამ პოზიციურ დაპირისპირებაში. ასევე შიდა ინფორმაციაა იმაზე, თითქოს თანხმობაა მიღწეული საშუალო და შორი მანძილის რაკეტების მიწოდებაზეც. დღეს თუ ხვალ დადგება მომენტი, როდესაც უკრაინა თვითმფრინავების მიიღებს. ტექნიკის და აღჭურვილობის მიღებამ წესით მნიშვნელოვანი ცვლილებები უნდა შეიტანოს ამ დაპირისპირებაში“, - განაცხადა კაპანაძემ.

მისივე განმარტებით, უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებაში სიფრთხილე ჩანს, რადგან ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია თავისი თავდაცვის უნარიანობის მინიმალური დონე, ამ მინიმალური დონის ქვემოთ არ უნდა ჩამოვიდეს.

რომანი უნდა გაირკვეს გამარჯვება ან დამარცხება ამ კონფლიქტში რას გულისხმობს. ჯერ-ჯერობით არსად არ შემხვედრია მეტ-ნაკლებად რეალობასთან მიახლოებული განმარტება. უკრაინა გაიმარჯვებს შინაარს მოკლებული მგონია, ისევე, როგორც რუსეთი დამარცხდება. სასპეკულაციოდ ნოყიერი თემაა, ყოველივეს უფრო პროპაგანდისტური ელფერი აქვს, ვიდრე სერიოზული ანალიზის. თქვენი აზრით, დასავლეთი რუსეთს არ გაამარჯვებინებს, მაგრამ რუსეთი, რომ დასავლეთს თავს არ დაამარცხებინებს ესეც ხომ ნათელია.
2 წლის უკან