„ნაცმოძრაობის“ შიგნით არის განხეთქილება. ზოგს უნდა პარლამენტში დარჩენა, ზოგს უნდა გასვლა და ახლა რაღაც მიზეზებს თუ მოიგონებენ ამისთვის, ეს მეორე საკითხია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ეს არ არის სერიოზული ამბავი. ხაბეიშვილის პარტიაში ვინ რატომ დარჩება და ვინ რატომ გაემიჯნება, არ არის საინტერესო თემა. საბაბი უნდოდათ. ვიღაცას უნდა შემოსვლა, ვიღაცას არ უნდა შემოსვლა და ჩხუბობენ ახლა. ამას ვერ ათანხმებენ. მეტი იქ განსაკუთრებული არაფერი ხდება. არაფერი არ იცვლება, უფრო ხმამაღალ ტონში ილაპარაკებს სამი ადამიანით მეტი. ეს იცვლება, მეტი არაფერი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.