იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე: უკან უნდა დაბრუნდნენ როგორც თავისუფალი დეპუტატები, რადგან „ნაციონალური მოძრაობით“ დაბრუნებას არანაირი შინაარსი არ აქვს

იაგო ხვიჩია „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტაზე: უკან უნდა დაბრუნდნენ როგორც თავისუფალი დეპუტატები, რადგან „ნაციონალური მოძრაობით“ დაბრუნებას არანაირი შინაარსი არ აქვს

„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ ურჩევს, რომ პარლამენტში თავისუფალი დეპუტატების სახელით დაბრუნდნენ.

„ჩემი აზრით ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, არამედ თავისუფალი დეპუტატები, რადგან „ნაციონალური მოძრაობით“ უკან დაბრუნებას არანაირი შინაარსი არ აქვს“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შესაძლოა საპარლამენტო ბოიკოტი შეწყვიტოს. ამას ადასტურებს ფრაქციის ყოფილი თავმჯდომარის გადაწყვეტილება. ხატია დეკანოიძე მზად არის „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტის საკომიტეტო განხილვას დაესწროს.

თუმცა, პარტიის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ იქამდე, სანამ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი ციხეშია, პარტიის გადაწყვეტილება საპარლამენტო ბოიკოტთან დაკავშირებით არ გადაიხედება.