მამუკა მდინარაძე: რუსეთმა რომ თქვას - კარგია ბრეივიკი რომ ციხეში ზისო, უნდა გაათავისუფლონ ამის გამო? - ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში

მამუკა მდინარაძე: რუსეთმა რომ თქვას - კარგია ბრეივიკი რომ ციხეში ზისო, უნდა გაათავისუფლონ ამის გამო? - ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში

ასეთი განცხადებები მხოლოდ თქვენ გაძლევთ ხელს. ერთადერთი ვინც ასეთი განცხადებებით სარგებლობს, ეს არის თქვენი ტელევიზიები და „ნაცმოძრაობა“. რუსეთმა რომ თქვას ბრეივიკი კარგია რომ ზის ციხეშიო, უნდა გაათავისუფლონ? ზახაროვა რომ გამოვიდეს და თქვას ბრეივიკი რომ ციხეში ზის ძალიან კარგიაო, უნდა უთხრათ იმ ქვეყანას უხერხულობას ხომ არ გიქმნითო და გაუშვით სასწრაფოდო?, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას - „რუსული მხარე ამბობს, რომ მათ ინტერესებშია სააკაშვილის ციხეში ყოფნა, ეს უხერხულობას არ გიქმნით?“

„ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, რას იტყვიან რუსეთის ხელისუფლებაში. ამაზე კონცენტრირდებით თქვენ და თქვენ იყენებთ ამას. დღეს, ასეთი დიდი გამოწვევების დროს ტყუილების დრო აღარ არის. ადამიანი, რომელიც იყო წამების და მკვლელობის რეჟიმის შემქმნელი, დღეს რომ ზის ციხეში მაგალითად გელაშვილის უსასტიკესი ცემის გამო, იმისთვის, რომ სისტემური დანაშაულის თავში იდგა გირგვლიანის საქმეზე, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა და 9 მილიონი რომ გაფლანგა მასაჟებში და ვნებებში, ამისთვის რომ სასჯელს იხდის და რახან ზახაროვამ თქვა კარგია რომ ციხეშიაო, ამიტომ უნდა გავუშვათ?“, - განაცხადა მდინარაძემ.

Aburjga Tasmanieli მამუკა ჩაგეთვალა, მაგარი იყო! მაგრამ ამ ხეპრე ამერიკელებს მაინც ვერ შეგნებინებ რაც არ უნდა მყარი არგუმენტებით გამაგრებული სიმართლე უთხრა. მაგათზეა ნათქვამი: შეაყარე კედელს ცერცვი! კედელი-აშშ! მიაწექით ბოლომდე, იქნებ გაეთრიონ საქართველოდან (მეტი არაა ჩემი მტერი!), სინჯეთ< ჩვენც მოგყვებით. ხომ იცი აწი თავით მარილი რომ დაუნაყოთ 2024 წელში თქვენ მაინც არ დაგტოვებენ ხელისუფლებაში! თუ დასჭირდათ სამხედრო დესანტსაც კი გადმოსხამენ! ასე რომ მიაწექით მაგ ლგბტ ვირიშვილებს!
2 წლის უკან