„ნაციონალური მოძრაობა“ რეალურად არ არსებობს, არ შეიძლება არსებობდეს ოდნავ სერიოზული ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია შიგნიდან დუღილი და რამდენიმე ათიათასობით ადამიანმა აირჩიოს ლევან ხაბეიშვილი თავმჯდომარე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ეს არის სატელევიზიო პროდუქტი, მათ აცოცხლებენ ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტებს წარმოადგენენ და მათი პროფესიონალიზმის, შრომისა და თავდადების ხარჯზე ცოცხლობს ეს უკვე ე.წ. პარტია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.