მამუკა მდინარაძე: დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში

მამუკა მდინარაძე: დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში

მიგრაციის საკითხი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა, გამძაფრებული ჰქონდათ პიარკამპანია, რომ საქართველო იცლება. რეალურად ციფრები ასეთია - 2004 წლიდან 2012 წლამდე, უარყოფითი სალდო იყო 221 000 ადამიანი. 2012 წლის შემდეგ 2021 წლის ჩათვლით, მინუს 52 000 ადამიანი, ანუ ოთხჯერ და მეტჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საქართველოდან გავიდნენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„აქედან გამომდინარე, როდესაც ოთხჯერ მეტი უარყოფითი სალდო გქონდა ემიგრაციასთან დაკავშირებით, სხვა არ უნდა გააკრიტიკო და სხვას არ უნდა დასწამო ცილი. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაკეტილი საზღვრების პირობებში ოთხჯერ მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე ვიზალიბერალიზაციის პირობებში“, - აღნიშნა მდინარაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა სადაც აღნიშნა, რომ 2018-21 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, 2004-12 წლებში კი - 221 ათასი. მისივე თქმით, საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.