პრემიერის ინიციატივას, რომ პარლამენტში შემოვა კანონპროექტი ფასებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ პრემიერის ინიციატივას, რომ პარლამენტში პარლამენტში შემოვა კანონპროექტი ფასებთან დაკავშირებით. მას მხარდაჭერა ექნება და დეტალურად გავივლით. შეუძლებელია, რომ საქართველოს პარლამენტი მთავრობის მხარდამხარ და კვალდაკვალ არ ზრუნავდეს მთავარ გამოწვევაზე. ქვეყანაში როდესაც არის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, პარალელურად მაღალი ინფლაციაა, ამ დროს მთავარი გამოწვევაა, ეკონომიკურ ზრდა მივიდეს თითოეულ მოქალაქემდე. ამის უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო მხარდაჭერა ექნება საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.