მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება

მამუკა მდინარაძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე: თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება

თუკი ვინმე ამბობს, რომ ეს არის რუსული კანონმდებლობის ანალოგი, ის უბრალოდ იტყუება, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

„რა თქმა უნდა ეს არ არის არც ამერიკული კანონმდებლობის ანალოგი, იქიდან გამომდინარე, რომ ერთსა და მეორე შემთხვევაშიც, არის უამრავი შეზღუდვა და თუკი ვინმე დააპირებს, რომ ამ შეზღუდვების ანალოგი მოიტანოს იმ პროექტში, რომელიც „ხალხის ძალამ“ წარმოადგინა, ამას უბრალოდ ერთი მიზეზის გამო ვერ შეძლებს - არცერთი შეზღუდვა „ხალხის ძალას“ კანონპროექტში არ ჩაუწერია. რუსეთში სხვაგვარი შეზღუდვებია, ამერიკაში - სხვა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.