აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა რუსეთი ჯო ბაიდენის უკრაინაში ვიზიტის შესახებ გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ჩვენ ვაცნობეთ რუსებს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კიევში გაემგზავრებოდა. ჩვენ ეს გავაკეთეთ მის გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.
სალივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბაიდენის ვიზიტი უკრაინის მხარდაჭერისადმი აშშ-ის ერთგულების დადასტურებაა.