„ქართული ოცნების“ ოფისთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ჰუმანიტარული მიზნით, საზღვარგარეთ კლინიკაში გადაყვანაა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები და დროშები წარწერით „თავისუფლება მიშას".