გურამ მაჭარაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: საკომიტეტო მოსმენებისას გამოჩნდება, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას

გურამ მაჭარაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე: საკომიტეტო მოსმენებისას გამოჩნდება, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურ გამჭვირვალობას

კანონპროექტის მუხლი რომ წაეკითხათ და ეთქვათ, რომ ეს მუხლი ეწინააღმდეგება ამერიკის კანონსაც, დემოკრატიულ პრინციპებსაც და ა.შ. ასეთი რამ არ არის, უბრალოდ არის ზოგადი ფრაზები, რომ ვითომ ეს არის რუსული კანონი და ა.შ, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ კომენტარებს.

„მიზანია რომ საზოგადოებას თავს მოახვიონ ასეთი ტიპის ინფორმაცია, თუმცა, საზოგადოება ამას კარგად დაინახავს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დავიწყებთ ჩვენ საკომიტეტო მოსმენებს და იქ გამოჩნდება, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსურს გამჭვირვალობას“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ბიუროს სხდომაზე, მოძრაობა „ხალხის ძალის“ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ დაინიცირდა.