ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

განახლებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გახსნას გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. 2021 წლის შემოდგომაზე საბავშვო ბაღის შენობა ხანძარმა ნაწილობრივ დაზიანა და მის აღსადგენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 75 979 ლარი გამოიყო. საბავშვო ბაღი 80 ბავშვზეა გათვლილი.