თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს, როგორი იყო სააკაშვილის რეჟიმის მმართველობა და რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში.
მისი თქმით, საზოგადოება ძალიან სწორ ანალიზს აკეთებს და ხალხმა ყველაზე კარგად იცის, როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება.
„ყველას კარგად ახსოვს, როგორი იყო სააკაშვილის რეჟიმის მმართველობა და რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში ქვეყანაში. საზოგადოება ძალიან სწორ ანალიზს აკეთებს და ყველაზე კარგად იცის, რა უნდა, როგორი ქვეყანა უნდა და როგორ ქვეყანაში უნდა ცხოვრება“, - განაცხადა კახა კალაძემ.