აკაკი ბობოხიძე: მე არ ვიცი ვის უფრო აწყობს დღეს მიშას სიკვდილი, რომ მერე მისი სახელით ისარგებლონ

აკაკი ბობოხიძე: მე არ ვიცი ვის უფრო აწყობს დღეს მიშას სიკვდილი, რომ მერე მისი სახელით ისარგებლონ

მე არ ვიცი ვის უფრო აწყობს დღეს მიშას სიკვდილი, რომ მერე მისი სახელით ისარგებლონ,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა აკაკი ბობოხიძემ, „TV პირველის“ ეთერში ისაუბრა. მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი გამოჯანმრთელდება, ის აუცილებლად დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობის“ ამ და სხვა ხელმძღვანელობასაც.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვინც კი ხელში ჩაიგდებს სადავეებს, მერე იტყვის, რომ ჩვენ ვართ მიშას ნამდვილი მემკვიდრეებიო, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ ის ხმები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც ბრენდსა და წარსულში გაკეთებული კარგი საქმეების მემკვიდრეობაზეა საუბარი და ეს ხმები აინტერესებთ და არა ეს კაცი სინამდვილეში. ღმერთო დამიფარე და მე არ ვიცი ვის უფრო აწყობს დღეს მიშას სიკვდილი, რომ მერე მისი სახელით ისარგებლონ. მე ვიცი, მიხეილ სააკაშვილი თუ ჯანზე მოვა, ის აუცილებლად დაუპირისპირდება „ნაციონალური მოძრაობის" ამ ხელმძღვანელობასაც და სხვას, იმიტომ, რომ მიშა სააკაშვილი არ ითმენდა და არ მოითმენს, რაც ცუდია, თუ ის არ არის პირდაპირი მმართველი პროცესების“,- განაცხადა ბობოხიძემ.