გივი მიქანაძე: მოსწონს თუ არა სააკაშვილს, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან საქართველოსა და ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა

გივი მიქანაძე: მოსწონს თუ არა სააკაშვილს, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან საქართველოსა და ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა



გივი მიქანაძე

ფოტო: საქართველოს პარლამენტი

მოსწონს თუ არა სააკაშვილს, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან საქართველოსა და ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს ადამიანი მიზანმიმართულად აზიანებს საკუთარ ჯანმრთელობას იმისთვის, რომ აი, ამ ლობისტური კამპანიის ფარგლებში მოხდეს სხვა ფორმით ამის გაპიარება და საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის იმის წარმოჩენა, თითქოსდა ის არის წამების მსხვერპლი.

მცდელობები რაღაც ფორმით გამოიხსნან ის და აარიდონ პასუხისმგებლობას არის ფუჭი. მოსწონს თუ არა მას, მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულებრივი ქმედებებისთვის, რომელიც მან საქართველოსა და ქართული საზოგადოების წინაშე ჩაიდინა“, - განაცხადა მიქანაძემ.