გიული ალასანია:  ახლა ბევრად უარესი სურათია, მე ხომ არ მეპრანჭება და მატყუებს ჩემი შვილი? - ვხედავ საშინელ რეგრესს

გიული ალასანია:  ახლა ბევრად უარესი სურათია, მე ხომ არ მეპრანჭება და მატყუებს ჩემი შვილი? - ვხედავ საშინელ რეგრესს

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ გამთენიისას ჩაეძინა, ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ბევრად უარესი სურათია.

" თქვა, რომ გამთენიისას ჩაეძინა, ტკივილგამაყუჩებელი გაუკეთეს, სახსრების საშინელი ტკივილი ჰქონდა. საკმარისია ორი ლუკმა ჩაიდოს და მაჯის ბაგა-ბუგი, საშინელი ტაქიკარდია ეწყება. ახლა ბევრად უარესი სურათია. მე რომ მივდიოდი მეუბნებოდა ხოლმე, "გული წამივიდა", მე ხომ არ მეპრანჭება და მატყუებს ჩემი შვილი?! ვხედავ ამ საშინელ რეგრესს“, - აღნიშნა ალასანიამ.