თურქეთში მომხდარი მიწისძვრით დაზარალებულებისთვის ცნობილი თურქი მსახიობები გაერთიანდნენ და მათ ფინანსურ დახმარებას უწევენ. მეზობელი ქვეყნის მედია აქვეყნებს იმ მსახიობების სიას ვინ ათასობით ლირა გაიღეს.
ჯან იამანმა, ჩაათაი ულუსოიმ და ჰულია აფშარმა 250 ათასი ლირა გადარიცხეს ფონდში დაზარალებულებისთვის. აფრა სარაჩოღლუმ, ენგინ ალთან დუნიაზმა და ქუბილაი აქამ 200 ათასი ლირა გადაურიცხეს. 200 ათასი ლირა გაიღო ქივანჩ თათლითუღლიმ. მომღერალმა მურათ ბოსმა 500 ათასი ლირა გადარიცხა, ტარკანმა კი ფონდს მილიონი ლირა შეწირა.
არას ბულუთ იინემლი -200 ათასი ლირა, ტელე-არხ 'TV8' -ის მფლობელი აჯუნ ილიჯალი მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიღო 5 მილიონი ლირა და ასევე 100 სატვირთო მანქანა. ჰატიჯე შენდილი და ბურაქ საღიაშარი -300 ათასი ლირა, ჰალით ერგენჩი და ბერგუზარ ქორელი 400 ათასი ლირა გადარიცხეს ფონდში.