ირაკლი ზარქუა: ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის

ის, რომ რუსეთს გარკვეულწილად ალყაში ჰყავს ბახმუტი, მანამდე რამდენიმე სოფელი აიღო, ამაზე ინფორმაციას მათ შორის თეთრი სახლი და უკრაინის დაზვერვა ავრცელებენ. აცხადებენ, რომ მორიგი შეტევისთვის ემზადებიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

„ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც მოსახლეობას არ ვატყუებთ და პირდაპირ ვეუბნებით, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი რაიმე წარმატებას მიაღწევს, ეს იქნება პირდაპირი გამოწვევის გაზრდა ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა ზარქუამ.