სიმართლე გვეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში, რათა გავაანალიზოთ, რა შეიძლება მოხდეს. რუსეთი თუ წინ მიიწევს - ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ უკან მიიწევს, ესეც უნდა ვიცოდეთ, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლევან ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„აუცილებელიც არის, სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას ერთი მარტივი მიზეზის გამო: სიმართლის დამალვა არანაირ შემთხვევაში არ შეიძლება. ამ შემთხვევაში რუსეთი არის აგრესორი უკრაინაში და ჩვენ ეს ყველაფერი თავის დროზე საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი. სიმართლე გვეხმარება სწორი დასკვნების გამოტანაში, რათა გავაანალიზოთ, რა შეიძლება მოხდეს. რუსეთი თუ წინ მიიწევს - ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ უკან მიიწევს, ესეც უნდა ვიცოდეთ. ჩვენ ვართ უკრაინელი ხალხის გვერდით, ისინი მართლები არიან და იცავენ თავიანთ ტერიტორიას, მაგრამ ფაქტების დამალვა, თუ რა ხდება და როგორ ხდება, არ შეიძლება“, - აცხადებს ლევან ნიკოლეიშვილი