გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საქმე გვაქვს ისეთ, ე.წ. პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია - ბოლო საკონტროლო გასროლა იყო ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა

გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“: საქმე გვაქვს ისეთ, ე.წ. პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია - ბოლო საკონტროლო გასროლა იყო ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა

საქმე გვაქვს ისეთ, ე.წ. პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც პრაქტიკულად გაკოტრებულია - ბოლო საკონტროლო გასროლა იყო ხაბეიშვილის თავმჯდომარედ არჩევა, რამაც ის შედეგი გამოიღო, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„თავად ამბობენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა აქციაზე რამდენი კაცი გამოვა, აქციას მაინც ჩაატარებენ, ეს არის საჯაროდ აღიარებული მტკიცებულება ზუსტად იმის, რომ გადავიდნენ პარტიზანულ 2-3-კაციან ჯგუფებზე. დარწმუნებული ვარ ამასაც მალე თავს დაანებებენ, რადგან საზოგადოების მხრიდან არანაირი ლეგიტიმაცია არ ექნება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.