სარფში სამართალდარღვევები გამოვლინდა

სარფში სამართალდარღვევები გამოვლინდა

საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფში", კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა. კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 200 000 შვეიცარიული ფრანკი, 3400 ევრო (საერთო ჯამში 581483,76 ლარი) და 22761,25 ლარის ღირებულების ოქროს საიუველირო ნაკეთობები (243,41გრამი) გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ უცხო ქვეყნის მოქალაქეს პ.ბ.-ს სანქციის სახით, საქონლის ჩამორთმევა შეეფარდა, ხოლო მოქალაქე ფ.ბ.-ს საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.სირიაში მოსახლეობა სიხარულს ვერ მალავს, რადგან, ქალაქ ბისნიაში მაშველებმა პატარა გოგონა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. სამაშველო ჯგუფები მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობებიდან ადამიანების ამოყვანას აგრძელებენ.