მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ახლა ოროთახიან ლუქსში რომ არის მოთავსებული და ყველა თან ჰყვება, ეხვეწება, მეტი კალორაჟი მიიღეო, თუ ეს მკვლელობა და წამებაა, მაშინ მკვლელობასა და წამებას სხვა სიტყვები უნდა შევურჩიოთ

მამუკა მდინარაძე სააკაშვილზე: ახლა ოროთახიან ლუქსში რომ არის მოთავსებული და ყველა თან ჰყვება, ეხვეწება, მეტი კალორაჟი მიიღეო, თუ ეს მკვლელობა და წამებაა, მაშინ მკვლელობასა და წამებას სხვა სიტყვები უნდა შევურჩიოთ

ახლა ოროთახიან ლუქსში რომ არის მოთავსებული და ყველა თან ჰყვება, ეხვეწება, ამდენი საჭმელი ცოტა დაგასუსტებს და არ დასუსტდე, იქნებ, მეტი კალორაჟი მიიღეო, თუ ეს მკვლელობა და წამებაა, მაშინ მკვლელობასა და წამებას სხვა სიტყვები უნდა შევურჩიოთ, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მიხელ სააკაშვილი მდგომარეობასა და ამნისტიის საკითხზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძემ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში სისტემური დანაშაულის შექმნაში დაადანაშაულა.

„სისტემური დანაშაულის თავში თქვენ ხომ არ იდექით?! რომელიმე რიგითი ადამიანი ხომ არ იდგა?! ამ სისტემური დანაშაულის მწვერვალზე იყო მიხეილ სააკაშვილი. უშუალოდ იყო ჩართული, სხვაგვარად მის წინააღმდეგ მტკიცებულებები ვერანაირად ვერ იქნებოდა, რომელიც სამართალდამცველ ორგანოებს საშუალებას მისცემდა, მიმ მიმართ საქმე გამოეძიებინათ, მტკიცებულებებით გაემაგრებინათ და შემდეგ სასამართლოს გაესამართლებინა. სხვაგვარად ვერ მოხდებოდა, ის რომ არ ყოფილიყო ამ სისტემურ დანაშაულში უშუალოდ ჩართული. ამ უშუალობას თუ გამოვრიცხავთ, ყველაფერი მის კისერზეა, თითოეული მკვლელობა და წამება, რაც მაშინ იყო ჩადენილი, ოღონდ იქ მტკიცებულებები არ არსებობს. სისტემა კი შექმნა, მაგრამ იმაზე რატომ ვერ სამართლდება იცით, კონკრეტულად ვაზაგაშვილზე, მაგალითად, სისტემის თავში კი იყო, მაგრამ უშუალოდ ჩართულობა არ იყო და არ არის ამის მამტკიცებელი, მაღალი სტანდარტით დოკუმენტები. სხვაგვარად, მასზეც გასამართლდებოდა. რაზეც უშუალოდ იყო ჩართული იმაზე გასამართლდა და ახლა ესენი ამბობენ, ამნისტია თუ არ შეეხება, ესე იგი გეშინიათო. წარმოიდგინეთ, რა ლოგიკაა!

ახლა ეს ადამიანები ცდილობენ, სიტყვას „მკვლელობას“, „წამებას“, საერთოდ მნიშვნელობა დაუკარგონ. სააკაშვილი ახლა რა მდგომარეობაშიცაა, ეს თუ მისი მკვლელობა და წამებაა, მაშინ ის, რასაც ჩადიოდა თავისი სისტემით, ის მკვლელობა და წამება არ არის. სხვა სიტყვები უნდა მოვიფიქროთ ქართველებმა, რომ დაერქვას რეალური სახელი.

თუ ახლა ეს, ოროთახიან ლუქსში რომ არის მოთავსებული და ყველა თან ჰყვება, ეხვეწება, ამდენი საჭმელი ცოტა დაგასუსტებს და არ დასუსტდე, იქნებ, მეტი კალორაჟი მიიღეო, ეს თუ მკვლელობა და წამებაა, მაშინ მკვლელობასა და წამებას სხვა სიტყვები უნდა შევურჩიოთ და ახალი სიტყვებითა და ფრაზებით მოვიხსენიოთ ეს რეალობა, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში გვქონდა 2012 წლამდე“, - განაცხადა მდინარაძემ.