მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტიდან გასვლას, მანდატების დატოვებას პოლიტიკური მიზანშეწონილობა ნაკლებად აქვს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პეტრე ციკარიშვილმა განაცხადა.
„პარლამენტის დატოვება მთლიანად ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ყველა პარტია დატოვებს, გეთანხმებით. თუ იზოლაციაში, მარტო თავის თავთან აღმოჩნდება „ქართული ოცნება“. მაშინ შეექმნება კრიზისი. ეს გამოიწვევს ვადამდელ არჩევნებს. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტიდან გასვლას, მანდატების დატოვებას, აქედან გამომდინარე, პოლიტიკური მიზანშეწონილობა ნაკლებად აქვს“, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მანდატების დატოვებაზე დაანონსებული მოლაპარაკებები „ნაციონალურ მოძრაობაში“ არ გამართულა. როგორც ირკვევა, პარტია ბოიკოტის რეჟიმშია, თუმცა საპარლამენტო პრივილეგიებზე უარს ვერ ამბობს. მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ „ნაცმოძრაობის“ ბოიკოტი კანონშემოქმედებით პროცესს ხელს არ უშლის.