ხელის დაბანის კლასიკური მაგალითი დავინახეთ ყველამ, ჩემდა სამწუხაროდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბაჩო დოლიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტს, რომ სურდეს სააკაშვილის შეწყალება, შეიწყალებდა.
„ხელის დაბანის კლასიკური მაგალითი დავინახეთ ყველამ, ჩემდა სამწუხაროდ. მაშინ, როდესაც პრეზიდენტს აქვს სრული უფლება, კონკრეტული ნაბიჯებით ეს პოლიტიკური ბაკქანალია დაასრულოს ერთ დღეში და ამას არ აკეთებ, ცდილობ რაღაც ცოტა აქეთ და იქით დაიჭირო პოზიცია, ორაზროვანი განცხადებებით. მას, რომ უნდოდეს შეწყალება, შეიწყალებს“,- განაცხადა დოლიძემ.
სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და განმარტა, თუ რატომ არ იწყალებს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს. პრეზიდენტის განცხადებით, ყველამ უნდა დაამთავროს ქვეყნის მომავლით სპეკულირება და თამაში, აიღოს პასუხისმგებლობა და შეწყვიტოს ქვეყნის სახის შელახვა