თევზის წვნიანი

თევზის წვნიანი

ინგრედიენტები

300   გრამი თევზის ფილე

2   ცალი კარტოფილი

4   ს/კ ზეითუნის ზეთი

2   ჩ/კ ტომატპასტა

100   გრამი ქამა სოკო ან ხის სოკო

2   ცალი კიტრის მწნილი

1   თავი ხახვი

1/2  ცალი ლიმონი

1/2  ქილა ზეთისხილი

4   ცალი დაფნის ფოთოლი

მარილი გემოვნებით

მწვანილი

მომზადება

ორ ლიტრ წყალში მოხარშეთ თევზის ფილე. გააკეთეთ ბულიონი და თევზი ამოიღეთ ბულიონიდან.

მდუღარე ბულიონში ჩაყარეთ გრძლად ან კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. სანამ კარტოფილი იხარშება, თევზი დაჭერით და შეაზავეთ ზეთით, ტომატ-პასტით და დაჭრილი კიტრის მწნილით.

ხახვი წვრილად დაჭერით და თუშეთ სანამ ოქროსფრად არ შეიფერება.

კარტოფილი თითქმის მზად რომ იქნება სუპს ჩაუმატეთ მოთუშული ხახვი, ტომატ- პასტაში ამოვლებული თევზი კიტრის მწნილით, დაჭრილი სოკო და ზეთისხილი. ხარშეთ კარტოფილის მზადყოფნამდე.

ცეცხლიდან გადმოდგმამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩაუმატეთ დაფნის ფოთოლი, გასინჯეთ და გემოვნებით დაუმატეთ მარილი, წიწაკა და ლიმონი. ასევე მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

არ არის სავალდებულო ფილეს გამოყენება, მშვენიერი სუპი გამოდის თევზის კუდისგან, ასევე კალმახის და ორაგულის თავისგან.