დარწმუნებული ვარ ოჯახს ექნება დეტალური განმარტებას ამასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტებთან შეხება მე არ მქონია და მეტს ვერ გეტყვით, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციას, რომლის თანახმად მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა ლობისტურ კომპანიას 917,177.44 აშშ დოლარი გადაუხადა.
„მთელი ეს პერიოდი ქართული ოცნების პროპაგანდა მუშაობდა იმაზე, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილმა მილიარდობით ლარის და დოლარი წაიღო ამ ქვეყნიდან. მე ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებები ეჭვი არ მეპარება, უბრალოდ არ ვიცი რა დოკუმენტებია წარმოდგენილი“, - აღნიშნა ნადირაძემ.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის Akerman LLP-ის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება, საიდანაც ირკვევა, რომ ლობისტურმა ჯგუფმა სამედიცინო ექსპერტებს დასკვნების სანაცვლოდ სოლიდური თანხა ($284,784 აშშ დოლარი) გადაუხადა.