ე.წ თავისუფალი სამყარო, სადაც სიტყვის თავისუფლება უნდა არსებობდეს რეალობაში არ არსებობს, ამის მაგალითია დღევანდელი განცხადება, რომელიც ბატონი ივანიშვილის იურისტების მიერ არის გამოქვეყნებული და სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ მსოფლიო პრესა, ბრიტანული პრესა, შვეიცარიული პრესა, რომელსაც ოდესღაც პრეტენზია გააჩნდა, რომ იქ რაიმე ტიპის სიტყვის თავისუფლება არსებობს, პირდაპირ ამახინჯებს ფაქტებს და რეალობას, რომელიც არის სინამდვილეში, - ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა იურიდიული კომპანია MKD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
„ეს რეალობა არის საკმაოდ მძიმე, თუმცა, ჩვენმა სახელმწიფომ და საზოგადოებამ მოახერხა და ამ მოჯადოებული წრიდან ამოხტა. ეს არის სახელმწიფო საზოგადოება, რომელსაც გააჩნია თავისი აზრი, შეხედულებები და ინტერესები და ამ ინტერესებს აყენებს სათავეში. ეს მოსალოცია, როგორც ჩვენი საზოგადოებისთვის, ისე ჩვენი ხელისუფლებისთვის, იმიტომ რომ მათ პირობებში მოხდა შესაძლებელი ამის აღიარება. ეს სერიოზული ინტერესის საგანია ამას მოჰყვება ძალიან სერიოზული შედეგები“, - აღნიშნა ხანდრავამ.
იურიდიულმა კომპანია MKD-მა „კრედიტ სუისს“-ის მენეჯმენტის ქმედებათა აღმწერი სტატიის საერთაშორისო მედიაში გამოქვეყნებაზე უარის შესახებ განცხადება გაავრცელა.