საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის მ.ჯ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი (SUBOXONE) - 31 აბი აღმოაჩინეს.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.