პარლამენტიდან გასვლით „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას უქმნის, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ განაცხადა.
„ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი ამ 12 პუნქტის შესრულების საკითხში, რადგან ერთი მხრივ მთავარი ოპოზიციური ფრაქცია საერთოდ რას შვრება ვერ გავიგე, გადიან, შემოდიან. ამით უბრალოდ „ქართულ ოცნებას“ კომფორტის ზონას ჩუქნიან, რომ რომელი პუნქტიც უნდათ და როგორც უნდათ ისე შეასრულონ და მერე ყველაფერი გადააბრალონ „ნაციონალურ მოძრაობას“ და სწორებიც იქნებიან“, - განაცხადა ჰერმან საბომ.
დღეს საქართველოს პარლამენტი მუშაობას განაახლებს. საგაზაფხულო სესიის განმავლობაში, მთავარი განსახილველი საკითხები კვლავ ევროპის რეკომენდაციების სრულყოფა იქნება.