მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და ქვეყნის შიგნით სისხლისღვრით

მამუკა მდინარაძე „ნაცმოძრაობაზე“: ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს, თუმცა, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და ქვეყნის შიგნით სისხლისღვრით

ისინი დღემდე კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ომში ჩართვის სურვილს და ამავდროულად, პარალელურ რეჟიმში იმუქრებიან სამოქალაქო ომით და სისხლისღვრით ქვეყნის შიგნით. პირდაპირი მუქარები აქვთ, რომ იქნება ომი საქართველოში. ქართველებს ემუქრებიან ომით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.

„ის კოორდინაცია და მასშტაბი, რა კოორდინაციითაც ისინი ამ მესიჯებს ალაგებენ, რა თქმა უნდა ყურადსაღებია. საბედნიეროდ ამის აღსრულების რესურსი მათ არ გააჩნიათ, მაგრამ საყურადღებოა ის რადიკალური და ამავდროულად სიძულვილით სავსე რიტორიკა, რაც პირდაპირ ომისკენ მოწოდებებს შეეხება. შემიძლია დავამშვიდო ყველა, რომ ნებისმიერი არასწორი ნაბიჯის გადადგმა პასუხგაცემული იქნება კანონის ყველა დათქმით“, - აღნიშნა მდინარაძემ.