თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა

თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რიცხვმა 2 300-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

თურქეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მონაცემებით, ამ მომენტისთვის მიწისძვრას, სულ მცირე, 1 541 ადამიანი ემსხვერპლა, 9 733 - დაშავდა, ხოლო 2 834 შენობა დაზიანდა.

ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 820-ს მიაღწია.

პირველი მიწისძვრა თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ადგილობრივი დროით დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა, მისმა სიმძლავრემ 7,8 მაგნიტუდის შეადგინა. მიწისძვრის ეპიცენტრი სირიის საზღვრის გასწვრივ იყო. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობამ 1200-ს გადააჭარბა. მეორე მიწისძვრა, რომლის სიმძლავრეც 7,5 მაგნიტუდას შეადგენდა, 13:24 საათზე მოხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების გამო, საქართველოს მთავრობა უახლოეს საათებში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამის ტექნიკასა და მაშველებს გააგზავნის.